ჯილდო დუმილის სანაცვლოდ? - "მკვლელი შადრევნის" საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

16.07.26 20:01
ჯილდო დუმილის სანაცვლოდ? - "მკვლელი შადრევნის" საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ვაკის პარკის "მკვლელი შადრევნის" საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე თავისუფალია. "გრინსერვისი+“-ის ყოფილმა დირექტორმა მეორე დღეა, რაც საპატიმრო დატოვა. "პირველებთან" პირველ ინტერვიუში ფურცხვანიძე ადასტურებს, რომ ის ვადაზე ადრე სამეთვალყურეო სამაჯურით გაათავისუფლეს. სასჯელის ნახვევრის მოხდის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო.

ლაშა ფურცხვანიძე იმ კომპანიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. 13 წლის მარიტას ტრაგედიის შემდეგ, "გრინსერვისი+“-ის დირექტორი გულგრილობის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს და 6 წელი მიუსაჯეს.

ლაშა ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ "გრინსერვისი+“-ის დაბრუნებას აღარ აპირებს, თუმცა დოკუმენტების თანხმად, ფურცხვანიძე ამ კომპანიის 33 % იანი წილის მფლობელია.  ეს კომპანია ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად სახელმწიფო შესყიდვებს ისევ იღებს. თბილსის მერიისგან ბოლო, 3 მლნ ხელშეკრულება 2023 წელს მიიღო. 2026 წლის მაისში კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 9 მლნ ლარიანი კონტრაქტი უდადო, რეგიონებში ხეების დასარგავად. ოპოზიცია ეჭვობს, რომ გარიგება წინასწარ შედგა და საქმეც თავიდანვე დალაგდა.

ვაკის პარკის "მკვლელი შადრევნის" საქმის ფიგურანტებიდან მხოლოდ "გრინსერვისი+“-ის ხელმძღვანელი არ გაუთავისუფლებიათ ვადაზე ადრე. გიგა გიგაშვილმა, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა საპატიმრო ჯერ კიდევ 2024 წელს დატოვა. შაბათის ეთერის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მალევე მის სახელზე სამშენებლო კომპანიის წილი და დიდძალი უძრავი ქონება გაჩნდა.  

დღეს კახა კალაძეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ 13 წლის მარიტას ტრაგედია მისი პასუხისმგებლობაა. ოპოზიცია ამბობს, რომ სამართალი იქამდე არ აღდგება, სანამ ვაკის პარკის საქმეზე მერი და მერიის ჩინოვნიკები დაუსჯელები არიან.

ვაკის პარკის მერიის ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა 4 წლის წინ დაარტყა, საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბევრმა საპატიმრო უკვე დატოვა.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.  

მსგავსი სიახლეები