მარნეულში შვილმა მამა მოკლა
მარნეულში შვილმა მამა მოკლა - დაუზუსტებელი, არაოფიციალური ინფორმაციით, 70 წლამდე კაცს ჭრილობები ნაჯახით აქვს მიყენებული.
როგორც "პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.
შემთხვევა რუსთაველის მოხდა. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა მომხდარ დანაშაულში მხილებული პირი.