ზურა შარაშენიძე: როცა ეს ნეობოლშევიკები ამბობენ, ხმებს დაითვლის ვინც ჩვენ გვინდა და არჩევნებს დააკვირდება ვინც ჩვენ გვინდაო, ეს არის საცირკო სანახაობა

17.07.26 15:49
ზურა შარაშენიძე: როცა ეს ნეობოლშევიკები ამბობენ, ხმებს დაითვლის ვინც ჩვენ გვინდა და არჩევნებს დააკვირდება ვინც ჩვენ გვინდაო, ეს არის საცირკო სანახაობა

როდესაც ეს რაღარა ნეობოლშევიკები ამბობენ, ხმას მისცემს ვინც ჩვენ გვინდა, ბიულეტენზე იქნება ვინც ჩვენ გვინდა, დააკვირდება, ვინც ჩენ გვინდა და ხმებს დაითვლის ვინც ჩვენ გვინდა, ეს არ არის არჩევნები, ეს არის საცირკო სანახაობა, - ამის შესახებ "ჯერ საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ზურა შარაშენიძემ განაცხადა. 

შარაშენიძის თქმით, წარმატებას უსურვებს ყველას, ვისაც სურვილი აქვს "საცირკო სანახაობაში" მიიღოს მონაწილეობა -  "ჩვენ მაგისთვის არ დავფუძნებულვართ ნამდვილად".

მთავარი ბრძოლა - ახლა არის ბრძოლა ბრძოლის წესებისთვის - აცხადებს "ჯერ საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი "პირელებთან". 

როდესაც ეს რაღარა ნეობოლშევიკები ამბობენ, ხმას მისცემს ვინც ჩვენ გვინდა, ბიულეტენზე იქნება ვინც ჩვენ გვინდა, დააკვირდება, ვინც ჩენ გვინდა და ხმებს დაითვლის ვინც ჩვენ გვინდა, ეს არ არის არჩევნები, ეს არის საცირკო სანახაობა. და თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ამ საცირკო სანახაობაში ჰქონდეს თავისი ნომერი, უკვე კოსტუმიც აქვს შერჩეული, მაკიაჟიც და ბრენდირებული ცხვირიც თავისი ლოგოთი, ღმერთმა გაუმარჯოს, ჩვენ მაგისთვის არ დავფუძნებულვართ ნამდვილად. ოღონდ მერე ეს ცირკი არ მოგვყიდოს რაღაცა სევდიან ოპერად, რომ ბრძოლაში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეხვიდე და აი, მე ხომ ბრძოლაში მაინც შევედი.  მთავარი ბრძოლა - ახლა არის ბრძოლა ბრძოლის წესებისთვის და აი ამ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაა უმნიშვნელოვანესი, იმიტომ, რომ  მინიმუმ რაღაცა ხომ მაინც უნდა გამოივაჭრო -იბრძოლო იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" კი არ გადაარჩინო, არამედ რაღაცა დემოკრატიის კუნძული გადაარჩინო, რომელიც შემდგომ შეიძლება უფრო დიდი გამარჯვების ბასტიონად იქცეს. იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში რამე მაინც გამოივაჭრო, აი როგორც ქართულმა ოცნებამ 2024 წლის არჩევნები ბევრად ადრე გააყალბა, ვიდრე არჩევნები, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის უზურპირება. ასე ამოცანად უნდა დავისახოთ, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს ადრე, ვიდრე საერთოდ იქნება საუბარი რამე სახის არჩევნებზე", - აცხადებს ზურა შარაშენიძე.

მსგავსი სიახლეები