პენიტენციური სამსახური ადასტურებს ზოდელავას კლინიკაში გადაყვანას და განმარტებას აკეთებს
პენიტენციური სამსახური 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას კლინიკაში გადაყვანას ადასტურებს.
როგორც უწყების პრესამსახურში "პირველებს" განუმარტეს, ინსულტის დიაგნოზი არ დასტურდება.
ზოდელავა კველვეზე ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილი მდგომარეობის გამო გამო გადაიყვანეს". - უთხრეს უწყების პრესამსახურში "პირველებს".
მურთაზ ზოდელავას "ვივამედში" გადაყვანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.
როგორც სააკაშვილი წერს, ციხეში ზოდელავამ ორჯერ გადაიტანა ინსულტი.