კლინიკა "ვივა მედი" მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველ კომენტარს აკეთებს
“ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ჩხაიძე “პირველებს“ ეუბნება, ზოდელავა კლინიკაში 14 ივლისს სისუსტის და თავბრუსხვევის ჩივილებით შეიყვანეს და ამ დრომდე, ნევროლოგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ამასთან, “ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს ჩაუტარდა MRT კვლევა და ინსულტის დიაგნოზი გამოირიცხა, თუმცა, მისი თქმით, აღინიშნებოდა ცვლილებები, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს წინა წლებში გადატანილ რაიმე პათოლოგიას.
ჩვენთან შემოსულია პაციენტი ზოდელავა, 14 რიცხვში, მას ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტუმენტალური კვლევები. ახლა იმყოფება ნევროლოგის კონსულტაციის ქვეშ და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მას აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და თავბურსხვევა, ამიტომაც ჩაუტარდა კვლევები, მათ შორის თავის MRT კვლევა. ამ კვლევის თანახმად, ინსულტი გამოირიცხა, თუმცა, იქ აღინიშნებოდა ცვლილებები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს წინა წლებში გადატანილ რაიმე პათოლოგიას, - ამბობს ჩხაიძე.
მურთაზ ზოდელავას "ვივამედში" გადაყვანის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.
როგორც სააკაშვილი წერს, ციხეში ზოდელავამ ორჯერ გადაიტანა ინსულტი.