ინფლუენსერების კონტროლი - იგეგმება ონლაინ რეკლამის რეგულირება

17.07.26 15:56
ინფლუენსერების კონტროლი - იგეგმება ონლაინ რეკლამის რეგულირება

კონკურენციის სააგენტო გეგმავს, შექმნას სახელმძღვანელო დოკუმენტები, მათ შორის, ინფლუენსერებისა და ონლაინ რეკლამის რეგულირებისთვის გაიდლაინი, რათა თავიდან იქნას აცილებული მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ციფრულ სივრცეში. ამის შესახებ სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. 

დღესვე BPN-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომ 228 ინფლუენსერიდან 92% აქვეყნებდა სარეკლამო ხასიათის კონტენტს - მხოლოდ ყოველი მეხუთე უთითებდა მისი სარეკლამო ხასიათის შესახებ. 

კონკურენციის სააგენტოს კვლევაში აღნიშნულია, რომ სოციალურ მედიაში მოქმედი ინფლუენსერები ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობენ, თუმცა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ახალი გამოწვევები იჩენს თავს. 

„სოციალურ მედიაში მოქმედი ინფლუენსერები ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობენ, რაც არსებითად განაპირობებს მომხმარებელთა მსყიდველობით გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი რეკომენდაციები ავთენტურად ან პირად გამოცდილებად აღიქმება" - წერს კონკურენციის სააგენტო.

მსგავსი სიახლეები