ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ინსულტი ნამდვილად გადატანილია, მაგრამ როდის, კონკრეტულად ვერ ვიტყვი - ზოდელავას მეუღლე

17.07.26 16:09
ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ  ინსულტი ნამდვილად გადატანილია, მაგრამ როდის, კონკრეტულად ვერ ვიტყვი - ზოდელავას მეუღლე

მურთაზ ზოდელავას მეუღლე, მაია მუმლაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, კვლევამ აჩვენა რამდენიმე მცირე კერა, რომელიც გადატანილი ინსულტზე მიუთითებს.

მუმლაძე ვარაუდობს, რომ მის მეუღლეს ორშაბათს გაწერენ.

მე მაცნობა მე-12 დაწესებულებამ, რომ გადაიყვანეს “ვივამედში“, მივედი და მოვინახულე. მითხრეს, რომ შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით მოხდა მისი გადაყვანა, რათა ჩატარებულიყო კვლევები და შემდგომ დატოვეს, რათა მდგომარეობა დასტაბილურებულიყო.  რაც შეეხება ინსულტს- ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ არის ნამდვილად გადატანილი ინსულტი, მაგრამ როდის, კონკრეტულად ვერ ვიტყვი ამას, რადგან ექიმებიც ვერ მეუბნებიან, თუმცა, დღეის მდგომარეობით ამის საშიშროება არ არსებობს. არის რამდენიმე მცირედი კერა, რომელიც მიუთითებს გადატანილ ინსულტზე,  - უთხრა „პირველებს“ მუმლაძემ. 

მურთაზ ზოდელავას "ვივამედში" გადაყვანის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

როგორც სააკაშვილი წერს, ციხეში ზოდელავამ ორჯერ გადაიტანა ინსულტი.

მსგავსი სიახლეები