არქიტექტორი გიორგი ხმალაძე რიყის დოქების დანგრევას ეხმაურება

17.07.26 16:22
არქიტექტორი გიორგი ხმალაძე რიყის დოქების დანგრევას ეხმაურება

არქიტექტორი გიორგი ხმალაძე რიყის დოქების დანგრევას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ეხმაურება.

"ნეტა რამდენი ასეთი არქიტექტურული მნიშვნელობის და მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა გვაქვს ქალაქში რომ ასე შეელიოს მას თბილისი" - წერს ხმალაძე. 

თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დანგრევაზე თანხმობა გასცა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, "რიყე დომ" 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.

ასევე ნახეთ: 

ცნობისთვის, „რიყის დოქები“, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა და თავდაპირველად საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრისთვის შენდებოდა, 14 591 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა. 

მსგავსი სიახლეები