მამის მკვლელობაში ბრალდებულ თვან მამადოვს ამ დრომდე ეძებენ

17.07.26 18:23
მამის მკვლელობაში ბრალდებულ თვან მამადოვს ამ დრომდე ეძებენ

 

 

მამის მკვლელობაში ბრალდებულ თვან მამადოვს ამ დრომდე ეძებენ. მარნეულში, დანაშაულის ადგილას უკვე რამდენიმე საათია ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

არსებული ინფორმაციით, 20 წლის შვილმა, 50 წლის მამა, ავთანდილ მამედოვი ნაჯახით მოკლა. სისხლიან ანგარიშსწორებას წინ კამათი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

ცნობისთვის, შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.