"პირველების" ინფორმაციით, მამის მკვლელობაში ბრალდებული შვილი დაკავებულია - რა მოხდა მარნეულში

17.07.26 20:52
"პირველების" ინფორმაციით, მამის მკვლელობაში ბრალდებული შვილი დაკავებულია - რა მოხდა მარნეულში

სისხლიანი ოჯახური დაპირისპირება მარნეულში მძიმე დანაშაულით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ მამას ნაჯახით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რა გახდა მამა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მკვლელობის გარემოებებს სამართალდამცავები იძიებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ტრაგედიამდე მამა-შვილს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოჯახის ახლობლების თქმით, კონფლიქტის შემდეგ 20 წლის ახალგაზრდამ მამას ნაჯახით გამოეკიდა და საცხოვრებელი სახლის ეზოში რამდენიმე დარტყმა მიაყენა. მიღებული დაზიანებები მამაკაცისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

„პირველებმა“ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელსაც მამის მკვლელობას ედავებიან. ეს 20 წლის თვიან მამედოვია. არსებული ინფორმაციით, ის შემთხვევის შემდეგ მიიმალა და ამ დრომდე იძებნება. სამართალდამცავები მას ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები