"ის, რომ დღეს რიყის დოქები ინგრევა, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება და და არა კერძო ინვესტორის" - ირაკლი აბესაძე
"ის, რომ რიყის დოქები დღეს ინგრევა, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება" - ამის შესახებ "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
აბესაძე კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კერძო ინვესტორს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე დემონტაჟის უფლება არ ექნებოდა.
ნაგებობის დემონტაჟზე გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი კობახიძემ და საქართველოს მთავრობამ - ამბობ აბესაძე.
დემონტაჟის ნაწილში კახი კალაძის კომენტარზე გავაკეთებდი უფრო აქცენტს, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ცდილობდ, რომ დემონტაჟიდან გამოწვეული საზოგადოების გაკვირვება, ნაწილში ბრაზი თავიდან აირიდოს, საუბრობს, რომ ის კერძო მესაკუთრის არის, კერძო მესაკუთრემ გადაწყვიტა და თბილისის მერიამ რა ქნას, დაახლოებით ასე სცადა თბილისის მერმა საკუთარი პასუხისმგებლობიდან გაქცევა, მისი მხრიდან უპასუხისმგებლობა არ გვიკვირს, მაგრამ მორიგ ჯერზეც მის ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ამ ნაგებობის დემონტაჟზე გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი კობახიძემ და საქართველოს მთავრობამ, როდესაც მათ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კერძო ინვესტორს პირდაპირ მისცეს უფლება, რისი უფლებაც მანამდე არ ჰქონდათ და მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე არც ექნებოდათ, რომ მოეხდინათ რიყის დოქების დემონტაჟი და ამ ადგილზე ააშენონ სასტუმრო...
ის, რომ რიყის დოქები დღეს ინგრევა, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება და არა კერძო ინვესტორს," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
აბესაძე საუბრობს კორუფციულ ნიშნებზეც და ამბობს რომ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო მიწის ფაქტობრივი გაჩუქების ფაქტი შემდეგი ხელისუფლების პირობებში აუცილებადლ უნდა იყოს გამოძიებული.
ეს არის ყველაზე მსხვილი კორუფციული გარიგება, რომელიც კობახიძის მთავრობამ მოასწრო და გააფორმა. საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად გაჩუქა თავდაპირველად ივანიშვილის პარტნიორ რუს ბიზნესმენ ხიდაშელზე. ეს არის კორუფციის შემთხვევა, რომელიც შემდეგი ხელისუფლების პირობებში აუცილებადლ უნდა იყოს გამოძიებული და მათ შორის თურქ ინვესტორს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი საქმიანობიც ამ თვალსაზრისით იქნება შესწავლილი და თუკი აღმოჩნდება, რომ გადახდილია ქრთამი და ატკატები, ვერანაირი კეთილსინდისიერი შემძენის თუ მსგავსი ტიპის ცნენები მას ვერ დაიცავს", - აცხადებს აბესაძე.
თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დანგრევაზე თანხმობა გასცა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.
უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, "რიყე დომ" 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.
ასევე ნახეთ:
- Studio Fuksas-მა რიყის საკონცერტო დარბაზის დანგრევის შეჩერება და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების ადგილის პოვნა მოითხოვა
- კალაძე ირწმუნება, რომ მერიაში არანაირი წერილი არ ყოფილა შესული.
- პასუხი კახი კალაძეს - "პირველების" ინტერვიუ „რიყის დოქების“ იტალიელ არქიტექტორებთან
ცნობისთვის, „რიყის დოქები“, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა და თავდაპირველად საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრისთვის შენდებოდა, 14 591 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.