კალაძის პასუხი Studio Fuksas-ს - რიყის დოქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია

17.07.26 13:29
კალაძის პასუხი Studio Fuksas-ს - რიყის დოქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია

კახი კალაძე იტალიელ არქიტექტორებს ტყუილში ადანაშაულებს -  თბილისის მერი ამტკიცებს, რომ რიყის დოქების ავტორებს მისი უწყებისთვის განცხადებით არ მიუმართავთ.

არადა სტუდია "ფუქსასში" ამბობენ, რომ ერთი წლის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ჰქონდათ მცდელობა, მერიას დაკავშირებოდნენ და საკუთარი შეხედულებები გაეზიარებინათ.

 კალაძემ დღეს "პირველების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რიყის დოქების შენობა-ნეგბობის დანგრევის გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ გადაიხედება.

არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული. წერილი რომ ყოფილიყო შემოსული, მას ექნებოდა შესაბამისი პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან.  რიყის დოქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო სრულად უფუნქციო შენობა-ნაგებობა, აბსოლუტურად გაუმართლებელი, როცა თავის დროზე  ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, ყველანაირად უფუნქციო და შესაბამისად,  ის არის დღეს კერძო მესაკუთრე - მუნიციპალიტეტს და ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. ეს არის კერძო საკუთრება და შეგიძლიათ კერძო მესაკუთრესთან აწარმოოთ მოლაპარაკება. ჩვენთან რაც იყო მომართვიანობა დემონტაჟთან დაკავშირებით, თქვენ იცით რომ ნებისმიერ შენობა-ნაგებობას, რომელსაც უტარდება დემონტაჟი, მას სჭირდება შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან და ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. სხვა ახლა ბიზნეს-სამქინობასთან დაკავშირებით, ვიღაცამ გადაიტანოს, სხვაგან დაიდგას, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში. მას ჰყავს კერძო მესაკუთრე და უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან", - აცხადებს კალაძე. 

იტალიურმა არქიტექტურულმა ფირმა „სტუდია ფუკსასმა“ რიყის საკონცერტო დარბაზის დანგრევის შეჩერება და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების ადგილის პოვნა მოითხოვა.

„სტუდია ფუკსასის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაერთხელ სცადეს თბილისის ოფიციალურ პირებთან და შენობის მფლობელებთან დაკავშირება, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„სტუდია ფუკსასის“ განაცხადებით, რიყის საკონცერტო დარბაზის დაგეგმილი დანგრევა „მნიშვნელოვანი კულტურული უკუსვლაა“.

 

მსგავსი სიახლეები