ეს არის პოლიტიკური რევანში - არქიტექტორი "რიყის დოქების" დანგრევის გადაწყვეტილებაზე

18.07.26 13:45
ეს არის პოლიტიკური რევანში - არქიტექტორი "რიყის დოქების" დანგრევის გადაწყვეტილებაზე

არქიტექტორი და ურბანისტი ანი ბიბილაშვილი  "რიყის დოქების" დანგრევის გადაწყვეტილებას "პოლიტიკურ რევანშად" აფასებს და ამბობს, რომ ეს არის სერიოზულად საშიში პრეცედენტი.

არქიტექტორის თქმით, პოლიტიკური ნიშნით შენობების დემონტაჟი ისტორიის წაშლის მცდელობაა.

ქალაქებს არ ქმნის ერთი თაობა, ერთი პოლიტიკური შეხედულება, ერთი ადმინისტრაციული პერიოდი - ქალაქებს ქმნის მთელი ისტორია. ეს პოლიტიკური ისტორია კი არაა, არამედ საზოგადოების კულტურული მემკვიდრეობა. აქ არის საუბარი პოლიტიკურ რევანშზე არქიტექტურის მიმართ. ეს არის სერიოზულად საშიში პრეცედენტი. სწორედ ამიტომ შევადგინე პეტიცია და ეს მიემართება არა მხოლოდ ქართველ მოსახლეობას, არამედ ეს მიემართება მსოფლიო საზოგადოებას - მითუმეტეს არქიტექტურულ საზოგადოებას იმისთვის, რათა გავიაზროთ, რომ პოლიტიკური ნიშნით შენობების დემონტაჟი არის ისტორიის წაშლის მცდელობა", - აცხადებს ანა ბიბილაშვილი. 

თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დანგრევაზე თანხმობა გასცა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, "რიყე დომ" 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.

ასევე ნახეთ: 

ცნობისთვის, „რიყის დოქები“, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა და თავდაპირველად საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრისთვის შენდებოდა, 14 591 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა. 

მსგავსი სიახლეები