ევროპის მოედანზე "რიყის დოქების" დემონტაჟი დაიწყეს

25.07.26 17:06
ევროპის მოედანზე "რიყის დოქების" დემონტაჟი დაიწყეს

ევროპის მოედანზე "რიყის დოქების" დემონტაჟი დაიწყეს - ადგილზე მძიმე ტექნიკა და ათობით მუშახელია მობილიზებული.

ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუკსასის ნამუშევარს რკინის კონსტრუქცია უკვე მოაშორეს. 

ფასადიდან ჩამოღებულ მასალას ერთ ადგილას ასაწყობებენ, შემდეგ კი სატვირთო მანქანაზე გადააქვთ. 

"პირველების" გადამღები ჯგუფი ცდილობს დემონატაჟის პროცესი გადაიღოს, მაგრამ დასაქმებულები კადრების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. ოპერატორი რკინის ღობის მიღმა გაუშვეს, ჟურნალისტი კი შიდა ტერირტორიაზე ჩაკეტებს.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, დასაქმებულებიდან არცერთი ქართულად მოსაუბრე არაა. სავარაუდოდ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

  • შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დანგრევაზე თანხმობა გასცა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, "რიყე დომ" 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.

ასევე ნახეთ: 

ცნობისთვის, „რიყის დოქები“, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა და თავდაპირველად საკონცერტო დარბაზისა და საგამოფენო ცენტრისთვის შენდებოდა, 14 591 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.