სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

27.07.26 13:43
სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

იოსებ სიგუას ადვოკატი აპირებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარი ეთქვა, მეორე ინსტანციაში გაასაჩივროს.

თეონა გვზავას თქმით, შემაკავებელი ორდერის ფაქტობრივი საფუძველია ის, რომ სიგუას მიმართ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც არ დასტურდება.

მისივე თქმით, პრევენციის მიზნით ორდერის ძალაში დატოვება კანონდარღვევაა. 

შემაკავებელი ორდერის ფაქტობრივი საფუძველი არის, რომ სოფია სიგუას მიმართ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თუმცა, ზეპირი დასაბუთების მსჯელობის დროს, მოსამართლემ ცალსახად განმარტა, რომ არ დასტურდება სოფია სიგუას მიერ წარდგენილი არცერთი ბრალდება, ასევე, არ დასტურდება იოსებ სიგუას მხრიდან ძალადობის განხორციელების არცერთი ფაქტი. მოსამართლის განმარტება მდგომარეობს შემდეგში, რომ პრევენციის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიდმინარეობს გამოძიება, ამ მოტივით ტოვებს შემაკავებელ ორდერს ძალაში, რაც თავის მხრივ, ჩვენი შეფასებით, წარმოადგენს კანონის დარღვევას, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ, სააპელაციო წესით. მოსამართლეს უნდა გაეუქმებინა შემაკავებელი ორდერი, ის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოც მიიღებს შემდგომ ეტაპზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და საგამოძიებო ორგანოში მიმდინარე საქმის წარმოება არ არის ურთიერთკავშირში ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებასთან, - ამბობს თეონა გვაზავა.

  • პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარი უთხრეს.
  • აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა გოგიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები