სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
პროცესზე შსს ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა.
"ბიძინა" და სამი ასოს კომბინაცია - 26 ივლისს, ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ჯამში ათი ადამიანი დააკავა. გუშინ, 27 ივლისს კი კიდევ ერთი.
აქტივისტები ამბობენ, რომ საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსანმა, დავით მამაგეიშვილმა სტუდენტ, სანდრო სეხნიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა.