პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომელია

28.07.26 19:03
პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომელია

“პირველების“ ინფრომაციით, საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი ცხოვრების კადრების გავრცლების ბრალდებით დაკავებული პირი შს სამინსიტროს საპატრულო პოლიციიის თანამშრომელია.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

შსს მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.