ახალი ნარკოტიკული საფრთხე - რას შეიცავს ნივთიერება, რომელსაც Telegram-ზე ყიდიან?

28.07.26 20:38
ახალი ნარკოტიკული საფრთხე - რას შეიცავს ნივთიერება, რომელსაც Telegram-ზე ყიდიან?

სასიკვდილო „ქიმიური ბომბი“ ქართულ შავ ბაზარზე - ნარკოტიკების არალეგალურ ბაზარზე ახალი, განსაკუთრებით საშიში სინთეზური ნივთიერება გამოჩნდა. ნარკოლოგების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოში კუსტარულად დამზადებული ახალი სინთეზური ნარკოტიკის გავრცელება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სპეციალისტების ინფორმაციით, ნივთიერება, რომელიც ე.წ. „სპაისისა“ (Spice) და K2-ის სახელწოდებით იყიდება, შესაძლოა შეიცავდეს მეტადონის კრისტალებს, ფენტანილსა და სხვა ძლიერ სინთეზურ კომპონენტებს. მათი განმარტებით, ასეთი ნარევების მცირე დოზით მიღებაც კი მძიმე ინტოქსიკაციას იწვევს - ვითარდება სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მაღალია ზედოზირების რისკი და დროული სამედიცინო დახმარების გარეშე შედეგი შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.

ნარკოლოგები აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში მსგავსი შემთხვევებით კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა. მათი თქმით, მკურნალობას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ პაციენტების მიერ მიღებული ნივთიერებების ზუსტი შემადგენლობა ხშირად უცნობია, რის გამოც ექიმებს შესაბამისი თერაპიის შერჩევა ურთულდებათ.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ არალეგალურ ბაზარზე პერიოდულად სხვადასხვა შემადგენლობის ახალი სინთეზური ნარკოტიკები ჩნდებოდეს და მომხმარებლები რეალურად არ იცოდნენ, რა ნივთიერებას იღებენ.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.