იუმორზე და სარკაზმზე ასეთი ტიპის რეჟიმები ყველაზე მტკივნეულად რეაგირებენ - რატი ამაღლობელი

28.07.26 22:26
იუმორზე და სარკაზმზე ასეთი ტიპის რეჟიმები ყველაზე მტკივნეულად რეაგირებენ - რატი ამაღლობელი

იუმორზე და სარკაზმზე ასეთი ტიპის რეჟიმები ყველაზე მტკივნეულად რეაგირებენ და ესეც ერთგვარი ტესტია, - ამის შესახებ მწერალმა, რატი ამაღლობელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სარკაზმე თავისუფალ საზოგადოებაში, თავისუფალ სახელმწიფოებსა და დემოკრატიებში არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა, “ოცნებაში“ პრობლემაა და სტკივათ, როგორც ჩანს.

ესეთი სისტემები დასრულებულა, სტალინის და ბერიას საბჭოთა კავშირი დაინგრა, იმათ მართლა ჰყავდათ უმრავლესობა, ამათგან განსხვავებით. ამათმა იციან, რომ დგანან ძალმომრეობაზე, დაშინებაზე და ამიტომ არიან ასეთი გამწარებულები, მაგრამ წარმოიდგინეთ, ბახჩო ქობულოვების და ტროიკების საბჭოთა კავშირი დაინგრა და დაიშლა, იმიტომ, კი არა, რომ ალტერნატივა იყო და მაგარი ხალხი გამოჩნდა, არა, თავისით დაიშალა და ჩაიშალა. ეტიმოლოგია, ხასიათი, ლოგიკა ასეთი სისტემების არის თვითგანადგურების რეჟიმი. ეს რეჟიმი თვითონ ჩართეს ასეთი ტიპის საქციელებით.  მათ მინდა ვუთხრა, ეს არ გავა, ფიზიკური ძალის ფეტიში, ფიზიკური ძალა, რომ იგებდეს და ფიზიკური ძალა იყოს გადამწყვეტი, კაცობრიობა ქვის ხანიდან ვერ გამოვიდოდა, - ამბობს რატი ამაღლობელი.