ადვოკატი მარიკა არევაძე ამბობს, რომ მანდატურმა მასზე იძალადა
ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლოს მანდატურმა მასზე იძალადა, ხელი ჰკრა და ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა.
ამ კადრებში არ ჩანს ხელს როგორ მკრავს და ძალადობს ეს არაადამიანი !! თუმცა ჩანს სიტუაცია.გამოძახებული მყავს ადგილზე პატრული, - წერს არევაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოსთან ბანერის ჭერის გამო დაკავებული აქტივისტების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.