ეს დაჯგუფება ითანამშრომლებს სქრინვა-სქროლვის სააგენტოსთან, საიდანაც დავალებები მიეწოდებათ - ქაცარავა
“ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა ფიქრობს, რომ ახალი დაჯგუფება, რომელიც “ეროვნული თაობის“ სახელით შეიქმნა, პირდაპირ ითანამშრომლებს შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოსთან და მათგან მიიღებს დავალებებს.
ქაცარავას თქმით, ეს არის სისხლისღვრის დაანონსება, რადგან სპორტსმენები როდესაც მიდიან რიგითი მოქალაქის საცემრად, მას წინააღმდეგობის უნარი შიშველი ხელით არ აქვს და შესაბამისად, ცუდი შედეგი მოჰყვება.
ამ სისხლისღვრას მოჰყვება უკურეაქცია და პასუხისმგებელი იქნება “ქართული ოცნება“, - ამბობს ქაცარავა გადაცემა “რეაქციაში“.
ვნახოთ, როგორც გააგრძელებს თავის საქმიანობას ეს დაჯგუფება, მაგრამ მე ვფიქრობ, თუ ესენი მაინც, ამ თავინათ ინიციატივებს განახორციელებენ და შეასხამენ ხორცს, ისინი ითანამშრომლებენ პირდაპირ სქრინვა - სქროლვის სააგენტოსთან, საიდანაც მათ პირდაპირ მიეწოდებათ სქინები, მისამართები და დავალებები. ქართველიშვილმა პრესკონფერენციაზე უკვე თქვა, რომ ონისე ოქრიაშვილს სტუმრები რომ ჰყავდა, მათაც ბოდიში უნდა მოიხადონო, ანუ პრინციპში, შემდეგი სამიზნეები შერჩეული ჰყავთ. თუ გაბედავენ მოქმედებას, ეს დარტყმები ძალიან მალე განხორციელდება. ეს არის პირდაპირი რუსული ინსპირაცია, “კადიროვშინა“, ეს დაჯგუფება, რომელიც შეიქმნა ამათი ფანტაზიის ნაყოფი ნამდვილად არ არის, ეს არის ზუსტად ის, რამაც მოუტანა წარმატება რუსეთს ჩეჩნეთში. ეს არის კოპი-ფეისტით გადმოტანილი სქემა, რომლითაც შეეცდება და ცდილობს “ოცნება“, რომ გასრისოს პროტესტი, დააშინოს, უკვე ხმის ამოღების უფლებაც აღარ მისცეს საზოგადოება. ეს არის სისხლისღვრის დაანონსება, რადგან სპორტსმენები როდესაც მიდიან რიგითი მოქალაქის საცემრად, მას წინააღმდეგობის უნარი, შიშველი ხელით არ ექნება და ამ ჯგუფის ეფექტურობა იქნება ძალიან მაღალი. ამ სისხლისღვრას მოჰყვება უკურეაქცია და პასუხისმგებელი იქნება “ქართული ოცნება“,- ამბობს ქაცარავა.