აქტივისტი რუსკა მჭედლიძე წერს, რომ მანდატურმა დავით მატიაშვილმა მასზე ფიზიკურად იძალადა

29.07.26 00:27
აქტივისტი რუსკა მჭედლიძე წერს, რომ მანდატურმა დავით მატიაშვილმა მასზე ფიზიკურად იძალადა

სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მანდატურმა დავით მატიაშვილმა,ასევე სხვა მანდატურებმაც, მასზე ფიზიკურად იძალადეს.

მჭედლიძე კადრებსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშენება.

მისი თქმით, ადგილზე 20-მდე პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. 

ზონდერმა მანდატურმა დავით მატიაშვილმა და სხვა ზონდერმა მანდატურებმა უსამართლო სასამართლოს ეზოში ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, კი შევაფურთხე, კი მეორეჯერაც შევაფურთხე ძალადობის შემდეგ ჭიშკრის გარედან.

ეს სისხლჩაქცევები გამივლის და ამის არაკაცობა სამუდამოდ ემახსოვრება ყველას.

ამის და იმ დანარჩენი ზონდერების, ვინც უკანონო დავალებებს ასრულებს.

20 მდე პოლიციელი იყო და უყურებდა როგორ ძალადობდნენ ჩემზე ეს აგრესიული კაცუნები, რეაგირება არავის მოუხდენია" , - წერს აქტივისტი რუსკა მჭედლიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დადაკავებული აქტივისტების ნაწილის პროცესები მიმდინარეობს,  ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. მანდატურებმა აქტივისტების ნაწილი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.