საქართველოში ველური პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი დასტური - ოპოზიცია აშშ-ს სახდეპის ანგარიშზე

01.04.21 02:51
საქართველოში ველური პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი დასტური - ოპოზიცია აშშ-ს სახდეპის ანგარიშზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა უმწვავეს ანგარიშს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. პარტია „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის და „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლის მიმართ პოლიტიკური დევნასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საუბარი ბევრჯერ ყოფილა,  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ საქმეების მოხვედრა პირდაპირის დასტურია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ადამიანების მიმართ ველურ დევნას ახორციელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის და წერეთლის საქმეზე ძალიან ბევრმა ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთვარობო ორგანიზაციამ უკვე ისაუბრა და საკუთარი ვერდიქტი გამოიტანა ამ საქმის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით სახელწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშში ამ საქმის მოხვედრა არის საბოლოო დადასტურება, მათ შორის, აშშს მხრიდან, საქმე გვაქვს ძალიან ველურ პოლიტიკურ დევნასთან, - აცხადებს ბუაძე. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, როდესაც ქვეყნის მთავარი სტრატეგეიული პარტნიორის მხრიდან ასეთი ღია გზავნილებია, იმის მანიშნებელია, რომ ისინი საქართველოში ძირეული პრობლემების დასაძლევად ყველაფერს გააკეთებენ. 

ბევრ სხვა ძალიან ფუნდამენტურ ადამიანის უფლებების პრობლემებთან ერთად ამ ანგარიშში პირდაპირ საუბარია პოლიტიზირებულ მართლსამჯულებაზე და იმაზე, რომ დღეს მართლმსაჯულებას მართავს კლანი. ჩვენ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მის მთავარ ანგარიშში ადამიანის უფლებებზე, როდესაც ასეთი ღია გზავნილებია, ეს ნიშნავს იმას, რომ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ძირეული პრობლემები დაიძლიოს ამ ქვეყანაში, - ამბობს ბოკუჩავა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ ვრცელ და უმძიმეს ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა ანგარიშში საუბარი პოლიტპატიმრებს, სასამართლო კლანს, მედიის დევნას და გამოუიებელ საქმეებს ეხება. 
 

მსგავსი სიახლეები