უკანონო პატიმრობა 24 საათით - გურიაში დაკავებულს ხელბორკილები ვერ მოხსნეს
ოზურგეთის პოლიციაში დაკავებული მოქალაქე 24 საათის განმავლობაში ვერ გაათავისუფლეს, რადგან სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები ვერ მოხსნეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო "გურიის მოამბემ" მოიპოვა.
გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად პოლიციაში მიზეზად ხელბორკილების მექანიზმის დაზიანება დაასახელეს, თუმცა, მოგვიანებით "გურიის მოამბეს" წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობა, რომ ერთ-ერთ პოლიციელს ხელბორკილების გასაღები დარჩა და ის თურქეთში სავაჭროდ გადავიდა.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.