ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ავარია აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
გამოცემის ცნობით, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.