სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა ისევ დააკავეს

31.07.26 22:13
სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა ისევ დააკავეს

 

 

სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა ისევ დააკავეს. შესაბამის ვიდეოს ფოტოგრაფი, ლევან ზაზაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

თორნიკე თოშხუა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ისევ თბილისის საკრებულოსთან აიყვანეს.  მას ხელში ეკავა ბანერი "ბიძინა ყ - არაა/არის?". 

განახლება: როგორც "პირველებს" ადვოკატი, მარიკა არევაძე უყვება, თოშხუა თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თოშხუა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, თოშხუა ბიძინას და სამი ასოს კომბინაციანი ბანერის ხელში ჭერის გამო, 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები