"ვაგრძელებ ბრძოლას და გავაგრძელებ, სანამ არ გავიმარჯვებთ" - ზურა მენთეშაშვილი

31.07.26 22:33
"ვაგრძელებ ბრძოლას და გავაგრძელებ, სანამ არ გავიმარჯვებთ" - ზურა მენთეშაშვილი

"ვაგრძელებ ბრძოლას და გავაგრძელებ, სანამ არ გავიმარჯვებთ"  - ამის შესახებ ციხიდან დღეს გათავისუფლებულმა ზურა მენთეშაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ციხეში ყოფნის პერიოდში ძალად მიღებული წერილები აძლევდა, რომელსაც უგზავნიდნენ. 

ციხეში ყოფნის, ან შიმშილობის დროს რა მაძლევდა ძალას, რომ გამეძლო ამ ყველაფრისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ წერილს ჩემთან გამოგზავნილს, რაც ძალიან დიდ ძალას მმატებდა, 500-მდე წერილი, სამწუხაროდ, დამრჩა საკანში და დავწერე უკვე განცხადება, ალბათ დამიბრუნებენ. 

ხომ ნორმალურია, ადამიანი როცა თავისუფლდება ციხიდან, უნდა უხაროდეს, სიხარულის არ ვიცი რა მოგახსენოთ, მაგრამ ის, რომ მე დღეს გეგმაში მქონდა ისევ გავსულიყავი [რუსთაველზე] ჩემი ხალხის გვერდში, თითქოს არც ყოფილა ჩემ ცხოვრებაში ეს ცხრა თვე, ისე გაიარა. სიხარულს ვერ ვგრძნობ თავისუფლებაზე გამოსვლით იმიტომ, რომ მე შინაგანად ასეთი ვარ და ასეთად მოვკვდები, რომ თუ ვიბრძვი, ვიბრძვი ბოლომდე. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წესით საქმე რომ უნდა გაკეთდეს, ლურსმნის ჩარჭობას რომ დაიწყებ, ლურსმანი ბოლომდე უნდა ჩაარჭო, თორემ თუ გადაღუნე, რა გამოვიდა. ასე, რომ ვაგრძელებ ბრძოლას და გავაგრძელებ, სანამ არ გავიმარჯვებთ," - განაცხადა ზურა მენთეშაშვილმა. 

ცხრა თვიანი პატიმრობის შემდეგ ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. 

მენთეშაშვილი პირველი აქტივისტია, რომელიც რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავეს.  

[ფოტო: მარიამ ნიკურაძე]