რატომ მოჭრეს ჭადრის ხე?

01.08.26 13:28
რატომ მოჭრეს ჭადრის ხე?

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსთაველის გამზირზე ხეები მასიურად იჭრება სიცრუეს უწოდებს.

უწყება ამტკიცებს, რომ მოჭრეს ერთადერთი ხე, ჭადარი, რომელიც თავისუფლების მოედანზე იდგა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, რომ ის ფუღუროიანი იყო და არსებობდა მისი წაქცევის რისკი.

რაც შეეხება ერთ-ერთ ვიდეომასალაში ნაჩვენებ მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიან ჭადარს, უწყების თქმით, მას ჩაუტარდა სხვლა-ფორმირება, რადგან გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია მიწის საფარის ნაწილის მოხსნა და არსებობდა ხის მდგრადობის დარღვევისა და წაქცევის საფრთხე.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადება
გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები.

ერთ-ერთ ვიდეომასალაში ნაჩვენებია მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიანი ჭადარი, რომელსაც ჩაუტარდა სხვლა-ფორმირება, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია მიწის საფარის ნაწილის მოხსნა და არსებობდა ხის მდგრადობის დარღვევისა და წაქცევის საფრთხე. სპეციალისტების რეკომენდაციით, ჩაატარა ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები, რაც მის უსაფრთხოდ შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 

ამავე მიზნით, დაგეგმილია კიდევ ერთი ჭადრის გადაბელვა თბილისის კლასიკური გიმნაზიის  მიმდებარედ. 

ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების  პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა. 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არცერთი ჯანსაღი მრავალწლიანი ხის მოჭრა არ იგეგმება. უფრო მეტიც, დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მწვანეს გახდის"- წერია განცხადებაში. 

"პირველები" "თავისუფლების მოედანზე" იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც ხე მოჭრეს და ასევე გაესაუბრა "რუსთაველის გამზირზე", სარეაბილიტაციო სამუსაოებში ჩართულ ადამიანებს. 

ყველა მათგანი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე ხეების მოჭრა დაგეგმილი არ არის. მოსახლეობა მერიას აფრთხილებს, რომ ბუნებას გაუფრთხილდნენ და რეაბილიტაციის ფარგლებში ასწლოვან მცენარები არ მოჭრან.  

მსგავსი სიახლეები