40 წლამდე კაცი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა - შემთხვევა გონიოში

01.08.26 16:50
40 წლამდე კაცი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა - შემთხვევა გონიოში

40 წლამდე მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა - შემთხვევა გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორმაცია თავდაპირველად "აჭარა თაიმსმა" გამოაქვეყნა. 

მსგავსი სიახლეები