ავტომობილის საბარგულიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა - შემთხვევა გონიოში

01.08.26 16:50
ავტომობილის საბარგულიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა - შემთხვევა გონიოში

40 წლამდე კაცი ავტომობილის საბარგულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა - შემთხვევა გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორმაცია თავდაპირველად "აჭარა თაიმსმა" გამოაქვეყნა. 

მსგავსი სიახლეები