100 დღე საკმარისი არ არის - ვინ არის პასუხისმგებელი კოლაფსზე?
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, რასაც აქამდე გვეუბნებოდნენ. 100 დღე საკმარისი არ არის - ამბობს სამშენებლო კომპანიის დირექტორი რომელმაც ტენდერი მოიგო. ლევან გოგსაძე BM.GE-სთან საუბრისას, განმარტავს, რომ ეს მარტო მასზე არ არის დამოკიდებული და გათხრის შემდეგ მათ ბევრი სიურპრიზი დახვდათ.
ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაბილიტაციის დროს, რუსთაველზე ჭადრები მოჭრეს. მას შემდეგ რაც მოქალაქეების მხრიდან ჭადრების მოჭრის გამო პანიკა დაიწყო, მერიაში თქვეს, რომ ხეები დაავადებული იყო.
რუსთაველის გადაკეტვის გამო თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია. ახლა ივლისია, ქუჩაში იმაზე ნაკლები მანქანა გადაადგილდება ვიდრე ეს თვის სხვა დროს, თუმცა საცობები დაუძლეველ პრობლემად იქცა. რა მოხდება სექტემბერში როდესაც არდადეგებზე წასული ხალხი უკან დაბრუნდება, ამის წარმოდგენა კორუფციის მკვლევარებს არც კი უნდათ.