თბილისში შაბათის ტრადიციული მარში იმართება
,,უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის” - შაბათის მარშის მონაწილეები თბილისში, მორიგ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეებმა სტარტი ავლაბრის მეტროსადგურთან აიღეს, და მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.
მარშის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, გასულ კვირას, ვერაზე მოკლულ 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის ხსოვნას.
პროტესტის მონაწილეებმა გაშალეს საქართველოს და ამერიკის გიგანტური დროშა.
აქციის მონაწილეები აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.