სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - ალიკა პავლიაშვილი ციხეში გაუშვეს, საპატიმრო გირაო შეეფარდა ინციდენტში მონაწილე მეორე პირს
სისხლიანი დაპირისპირება ფაბში - გორის რაონულ სასამართლოს მოსამართლემ ალიკა პავლიაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებიან, წინასწარ პატიმრიბაში გაუშვა. ინცინდენტში მონაწილე თამაზ ნატროშვილს კი 7 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს.
ალიკა პავლიაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ რესტორანში მყოფმა სამხედროებმა მასზე იძალადეს. კაცს ხილული დაზიანებები აღენიშნება.
რა მოხდა რესტორანში ? დაკავებულები ამტკიცებენ, რომ თავადაც ანგარიშსწორების მსხვერპლები არიან, მაგრამ ის ვინც ფაქტს შეესწრო ამბობს რომ კონფლიქტი ერთი უწყინარი შენიშვნის გამო დაიწყო.
მათი მონაყოლის ერთ სუფრაზე მსხდომმა ახალგაზრდებმა გვერდით მაგიდასთან მყოფ მამაკაცებს მოუწოდეს აღარ მიეყენებინათ შეურაცხყოფა სტუმრებისთვის. ამის შემდეგ მხარეების ინფორმაციით, იწყება ჩხუბი და ახალგაზრდები რესტორნიდან კლინიკაში მიყავთ.