ტერორი და მუქარების სერია სოცქსელში - საგარეჯოში უცნობი პირი არასულწლოვნებს ფულს სთხოვს
ტერორი სოციალურ ქსელში - “ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“ უცნობი მომხმარებელი არასრულწლოვნების და მათი მშობლების ღირსების შემლახავი შინაარსის დამონტაჟებულ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს.
კიბერმოძალადე ათი ათას ლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამ ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
როგორც “პირველებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მიმინდარეობს ყველა საჭირო პროცედურა და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა მუხლით დაიწყებს ძალოვანი უწყება ფაქტის გამოძიება.
რაც შეეხება მომხდარს - “პირველებს“ რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მათი არასრულწლოვანი შვილები, უკვე რამდენიმე კვირაა, ტერორის მსხვერპლნი არიან, ყალბი ექაუნთით, უცნობი ადამიანი სხვადასხვა შინაარსის პოსტს დებს და თანხას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში 3 ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
მშობლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარი ანგარიშებით მიწერეს აღნიშნულ პირს, მათ წინააღდმეგაც დაიწყო ტერორი და მუქარები.
4 დღეა, ამ ქაოსში ვართ, ბავშვები ისეთი დასტრესილები არიან, დაკეტეს ყველაფერი, გააუქმეს, სახლიდან აღარ უშვებენ მშობლები. ყოველ საღამო ველოდებით, რომ გამოჩნდეს ეს ადამიანი და უსაზიზღრესი რაღაცები დაწეროს. ფოტოები რომ აღარ გამოაქვეყნოს, ითხოვს 10 ათასს, რესტორან კარიბჭესთან დადეთ, 100 ლარიანი კუპიურებითო. 112-ში დავრეკე ჯერ, რადგან მანამდე 3 მშობელი იყო მისული და განცხადება არ დააწერინეს, ჩვენო ისნტაგრამზე წვდომა არ გვაქვსო, დარწმუნებულია, რომ პოლიცია ვერ შეეხება, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, მუქარების გამო ბავშვები ისეთ სტრესში არიან სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი დასჭრიდათ.
სოფლის 50 ბავშვზე, შეიძლება უკვე მეტზეც ავიდა, დაამატა და დაამატა, დაგვდო ინსტაგრამ გვერდზე, ახლა უკვე გადავიდა ტიკტოკზე, ფულს ითხოვს და თუ არ მოიტანთ, ჩემი ადამიანიო, 3 გოგო გვყავს თვალში და ყელს გამოსჭრისო, აქამდე ფოტოებს ხმარობდა, ახლა უკვე ზარები დაიწყო ტელეფონზე. საგარეჯომ რომ ვერ გაარკვია, გადაამისამართა, თბილისის სუს-ი გვყავს ჩართული, მაგრამ ვერაფერს იგებენ. არაფერი იციან. 2 ბავშვი სტრესის გამო საავადმყოფოში მოხვდა, - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
ამ ადამიანების დასახმარებლად საქმეში ჩაერთო ორგანიზაცია “საფარი“. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დროული გამოძიება იქნება ეფექტური,რ ადგან დიდი ტერორის მსხვერპლია ახლა საგარეჯოში არაერთი არასრულწლოვანი.
აქ საუბარია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ რეაგირება უსწრაფესად მოახდინოს, რადგან საქმე არასრულწლოვნების სიცოცხლეს ეხება. ამ ადამიანების ქმედებები ლახავს მათ ღირსებას. ვიდრე, მათი დაკავება მოხდება, შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნებს გატარებული და გამოწერილი იქნეს შემაკავებელი ორდერი კონკრეტული პირის თუ პირების მიმართ, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.