მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ის 5- დღიან პატიმრობაში გაუშვა.
თოშხუას უფლებადამცველის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების და პროტესტის მონაწილეების სიტყვის თავისუფლებსი შეზღუდვას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული ქმედება, რაც დღე განიხილებოდა, არ წარმოადგენდა სამართალდარღვევას, მაგრამ, წინა დღეების ფაქტები, ერთიანობაში განიხილა და თქვა, რომ გაიზიარა შსს-ს ვარაუდი, რომ თორნიკე გულში ფიქრობდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა ვინმესთვის და დაერღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მოსამართლემ, ვერანაირად ვერ დაასაბუთა, თორნიკეს ქმედება რატომ სცილდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და რატომ იყო ეს სამართალდარღვეა. სასამართლოც და შსს-ც უფრო და უფრო უკანონობისკენ მიდის და უფრო და უფრო ისეთ გადაწყვეტილებებს ვხედავთ, სადაც მინიმალური სტანდარტებიც კი არ არის დაცული გამოხატვის და შეკრების თავისუფლების, - განაცხადა ქობესაშვილმა.
თორნიკე თოშხუა თბილისის საკრებულოსთან 30 ივლისს მეორედ დააკავეს და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ცნობისთვის, თოშხუა ბიძინას და სამი ასოს კომბინაციანი ბანერის ხელში ჭერის გამო, 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.