ეძებენ პირს, რომელიც სოცქსელში არასრულწლოვნებს ფოტოებს უვრცელებს და სიცოცხლის მოსპობოთ იმუქრება
მუქარა სიცოცხლის პოსპობით და ტერორი პირადი ცხოვრებით. საგარეჯოში, ხალხი ტოტალური შანტაჟის მსხვერპლია. „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“უცნობი მომხმარებელი არასრულწლოვნების და მათი მშობლების პორნოგრაფიული შინაარსის დამონტაჟებულ ფოტომასალას ავრცელებს და ტერორის შეწყვეტის სანაცვლოდ 10 000 ლარს ითხოვს.
ყალბი ანგარიშიდან ემუქრებიან ყველას, მათ შორის აშანტაჟებენ არასრულწლოვნების მშობლებს.
5 აგვისტო - ეს არის დრო, როცა მოქალაქეებმა სააგარეჯოში, სკოლის ტერიტორიაზე ანონიმურ პირს ფული უნდა დაუტოვონ, თუ ვინმე პოლიციას რამეს შეატყობინებს ჟღერდება მუქარა - სიცოცხლის მოსპობით მინიმუმ 3 პირს ემუქრებიან.