ხალხის პასუხი “ოცნებას“: ვერ გაგვაჩერებ!
პოლიტიკური აგონია, რომელშიც “ქართული ოცნება“ იმყოფება- ასე ფასებს ვითარებას სალომე ზურაბიშვილი.
რუსთაველის გამზირის გადათხრის მიუხედვად, პროტესტი გრძელდება და თბილისის საკრებულოსთან ინაცვლებს.
მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანი პროტესტის ახალი ეპიცენტრი გახდა, “ქართულმა ოცნებამ“ დაკავებების სერია დაიწყო. თუმცა, ამის მიუხედავად, ქუჩაში ხალხი ისევ დგას და ცდილობს “ოცნებას“ უთხრას, რომ გაჩუმებას ამ ქვეყანაში არავინ აპირებს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეიდან, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე, მოვლენების მთავარ ეპიცენტრად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია იქცევა.