იგოეთის მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

02.08.26 20:41
იგოეთის მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ავტობანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

შემთხვევა იგოეთის მიმდებარედ მოხდა.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია