აქცია-პერფორმანსი კანცელარიასთან - მოქალაქეებმა ნაგვის პარკებზე კობახიძის და ბითაძის ფოტოები გამოაკრეს
ცხოველების უფლებადამცველების პროტესტი კანცელარიასთან - მოქალაქეებმა ნაგვის შავ პარკები მიიტანეს, რომელზეც ირაკლი კობახიძის და მაია ბითაძის ფოტოები გამოაკრეს.
ამ ფორმით მათ მიუსაფარი ძაღლების გატაცება და მასობრივ მკვლელობები გააპროტესტეს.
მოქალაქეებმა აქცია- პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან მოაწყვეს.
აქტივისტები ირწმუნებიან, რომ მუნიციპალური თავშესაფრები „სასაკლაოებად“ არის ქცეული.
სახელმწიფო რეჟიმი მიუსაფარ ცხოველებს ექცევა როგორც ნაგავს, ამიტომ ამ რეჟიმის ხელმძღვანელების ადგილი არის ნაგავში და ნაგვის პარკებზე, იმიტომ, რომ თუ არა ივანიშვილი, კობახიძე, კალაძედ ა სხვები, შეუძლებელი იქნებოდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ხდება უკვე თვეებია. ამან შეიძლება ცოტა ხნით მოიტანოს ცხოველთა რაოდენობის შემცირება, მაგრამ 1-2 წელში ჩვენ მივიღებთ გაცილებით აგრესიულ, ინფიცირებულ ძაღლების პოპულაციას, რომელიც არ დაინდობს, მათ შორის არც ქოცს და არც სხვა, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მიუსაფარი ცხოველების უფლებების დასაცავად მოქალაქეები თითქმის, ყოველ კვირა იკრიბებიან მთავრობის ადინისტრაციასთან და საკთარი ოთხფეხა მეგობრებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.