29 მილიონიან შესყიდვაში წინადადების მიღება დასრულებულია
29 მილინიან შესყიდვაში წინადადების მიღება დასრულებულია - ვებ გვერდზე ყველაზე დაბალი ფასით, ამ ეტაპზე, "ჯითი გრუპი" ჩანს, რომელმაც სახელმწიფოს დადებულ ფასს 116-ი ათასი ლარით დააკლო.
უცნობია, სორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის შვილის კომპანიამ შესყიდვა წააგო თუ საერთოდ აღარ მიიღო მონაწილეობა. ამ ინფორმაციიას ჯერ არც კომპანიის დირექტორი გასცემს.
ეს იყო რიგით მეორე შესყიდვა, მანამდე პიკაპების ტენდერი ჩაიშალა.
კორუფციის მკვლევარებს ჰქონდათ ეჭვი, რომ ხელახლა გამოცხადებული შესყიდვა “კავკასუს მოტორსზე“ იყო მორგებული.
კომპანიის დირექტორს აღნიშნულ ტენდერზე საუბარი არ სურს. როგორც ის “პირველებს“ ეუბნება, “ვიდრე ტენდერი არ დასრულდება, კომენტარს არ აკეთებს".
სანამ არ დასრულდება ტენდერი, არ მინდა კომენტარის გაკეთება. ჩემი კომპანიის კომერციული ინტრერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, არ მსურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. საჯარო ინფორმაცია როდესაც გახდება, თქვენ თვითონ ნახავთ, - ამბობს "კავკასუს მოტორსის" დირექტორი, გიორგი ამაშუკელი.