ვეფხია კასრაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

03.08.26 16:05
ვეფხია კასრაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

რუსული რეჟიმი ივანიშვილის თაოსნობით უნდა დამარცხდეს, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ვეფხია კასრაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

კასრაძე მადლობას უხდის და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას დაბადების დღე მიულოცა.

ყურადღება, რომელიც ჩემ დაბადების დღეს ვიგრძენი, ბრძოლის ჟინს კიდევ უფრო მიმძაფრებს და მაძლევს განცდას, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ,- წერს წერილში კასრაძე.

ციხის კედლებში, სადაც უსამართლოდ გამომკეტა ივანიშვილის რეჟიმმა, ორმაგად სასიხარულო ყოფილა ამდენი მოლოცვის მიღება.
ყურადღება რომელიც ჩემ დაბადების დღეს ვიგრძენი, ბრძოლის ჟინს კიდევ უფრო მიმძაფრებს და მაძლევს განცდას, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
მადლობა ყველა, ყველას, ყველას ვისაც გახსოვართ!!! ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს, ჟურნალისტებს... განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ღირსეულ და თავდადებულ ადამიანებს გიორგი თარგამაძეს, ინგა გრიგოლიას, და სოფო ზურაბიანს, ეკრანიდან თქვენი მოლოცვა და გამოჩენილი ყურადღება სასიამოვნო მოსასმენი იყო. მადლობა!
მწამს, რომ ძალიან მალე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად გამარჯვებულები თავისუფლებაზე შევხვდებით. რუსული რეჟიმი ივანიშვილის თაოსნობით უნდა დამარცხდეს!,- წერს კასრაძე წერილში.

მსგავსი სიახლეები