BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

03.08.26 18:05
BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს

ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, ვანო ზარდიაშვილი კი შვებულებაშია. ამის შესახებ უწყებაში BMG-ის განუცხადეს. 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა როდის, ან ვნ დაინიშნა გაზის ტრანსპორტირების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ამ კითხვებზე სამინისტროში არ პასუხობენ.

ცნობისთვის, „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ხელმძღვანელის ელექტროსისტემაში გადაყვანის ამბავი ელექტროსისტემის პრესსამსახურში "პირველებს" ოფიციალურად დღის პირველ ნახევარში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ დავით ვარდიაშვილი დირექტორის მოადგილედ იყო დანიშნული. 

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ  ვარდიაშვილი მალე ზარდიაშვილის  ფუნქციებს სრულიად გადაიბარებს.

ოპოზიციისა და მედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშერომლებს, ისინი "პირველებს" უდასტურებენ, რომ სუს-მა რამდენიმე მათგანი გამოკითხა. კითხვები სავარაუდოდ  24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას უკავშირდება. 

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ოპოზიცია ამბობს, რომ ზარდიაშვილის თანამებობა შესაძლოა მამუკა მდინარაძესთან ახლობლობას შეეწირა.