"მონიტორის" Facebook გვერდი წაიშალა -ვის არ აწყობდა "ქოლ-ცენტრების" შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გასაჯაროება?

03.08.26 20:41
"მონიტორის" Facebook გვერდი წაიშალა -ვის არ აწყობდა "ქოლ-ცენტრების" შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გასაჯაროება?

სტუდია "მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტის მიერ მომზადებული რეზონანსული რეპორტაჟის ანონსის გამოქვეყნებისთანავე მედიაპლატფორმაზე ორკესტრირებული შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც Meta-მ სტუდია "მონიტორის" ოფიციალური Facebook-გვერდი გააუქმა.

მედიაპლატფორმის გვერდზე განთავსებული რეპორტაჟის ანონსიდან დგინდება,რომ სტუდია "მონიტორის" გუნდის მიერ მომზადებული ახალი, რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში მოქმედ ე.წ. "ქოლ-ცენტრებსა" და თაღლითურ სქემებს ეხება. როგორც რედაქციაში აცხადებენ, სწორედ ამ მამხილებელი მასალისა და მისი ანონსის გავრცელებას მოჰყვა კოორდინირებული კიბერშეტევა და ხელოვნური დარეპორტების კამპანია.

ჩნდება კითხვა - ვის არ აწყობდა "ქოლ-ცენტრების" შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გასაჯაროვება? მედიაპლატფორმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ქმედებები პირდაპირ კავშირშია მათ მიერ მომზადებულ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებთან, მათ შორის არალიცენზირებული ონლაინ-კაზინოების ქსელებთან, შესაძლო თაღლითურ სქემებსა და გავლენიან პირებთან დაკავშირებულ გამოძიებებთან. მედიაში მიიჩნევენ, რომ Meta-ს მხრიდან დასახელებული მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევა უსაფუძვლოა და მიმდინარე შეტევა პირდაპირ კავშირშია მათ მიერ მომზადებულ რეზონანსულ საგამოძიებო თემებთან.

დეტალებით ირაკლი ბახტაძე