"მონიტორის" Facebook გვერდი აღდგა
"მონიტორის" Facebook გვერდი აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სტუდია "მონიტორის" გვერდზე ვრცელდება.
განცხადებაში სტუდია "მონიტორი" მოქალაქეებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ურჩევს, თაღლითური "ქოლ-ცენტრების" შესახებ ახალ გამოძიებას დაელოდონ.
"მონიტორის" ფეისბუკგვერდი აღდგა.
რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენი გვერდი დაბლოკილი იყო კიბერთავდასხმის შედეგად.
გმადლობთ, რომ მხარს გვიჭერთ. გაგვაძლიერეთ თქვენი აქტიურობით და დაელოდეთ ჩვენს ახალ გამოძიებას თაღლითური ქოლ-ცენტრების შესახებ," - წერია პოსტში.