ელექტროსისტემის წარმომადგენელი: არაკომპეტენტურ და უუნაროდ წარმოჩენა ჩირქს სცხებს ორგანიზაციას
“ელეტქროსისტემა აღმოჩნდა უუნარო“ - ეს სიტყვები ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე გააპროტესტეს.
მათ სემეკს და მის ხელმძღვანელობას მოუწოდეს, მოზომილები იყვნენ შეფასებებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც უუნაროდ მოიხსენიებენ სისტემას.
ეს შედეგები ჩირქს სცხებს ელექტროსისტემას, როგორც არაკომპეტენტური და უუნარო ორგანიზაციის წარმოჩენა ხდება. ვიდრე წინასწარი შედეგები არ იქნება... თუ ვიძახით იმას, რომ რაღაც უნდა მოეხდინათ, უნდა გვითხრას მომხსენებელმა კონკრეტულად რა რეაგირება უნდა მოგვეხდინა. ვერ მივიღებთ ჩვენ ამას და ჩვენ თხოვნა იქნება, გაითვალისწინოთ, სანამ ასეთ რაღაცას იტყვით, - განაცხადა ელექტროსისტემის წარმომადგენელმა.
დღევანდელ შუალედურ მოხსენებას ელექტროსისტემის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა, რაც შეეხება დავიტ ვარდიაშვილს, ის სხდომაზე არ გამოჩენილა.