ევროკავშირის სანქციებზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა

05.08.26 12:52
ევროკავშირის სანქციებზე "ოცნებაში" პირველი კომენტარი გაკეთდა

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს, – ამის შესახებ  გია ვოლსკიმ განაცხადა.

საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, "თელასზე" „ინტერ რაოს“ სანქციები ვრცელდება. 

ვოლსკი ამბობს, რომ ამ თემაზე უცხოელ პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს. 

„როცა ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ კრიტიკული, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც სხვისთვის, თუ ამ მართვაში სრულფასოვან მონაწილეობას საქართველო არ მიიღებს, მაშინ, მთელი პროპაგანდა ამბობდა იმას, რომ ფულს სუნი არ ასდის. დღეს, მსოფლიოში ეს ვითარება დადგა.  უცხოელ პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, ექსპერტების შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებში. ჯერ ვერ ვიტყვი, კი არ გიმალავთ რაიმეს. ფაქტია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროკავშირის პრესსამსახურმა BMG-ისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში დაადასტურა, რომ თუ მთავარი კომპანია შავ სიაში ხვდება, შეზღუდვები ავტომატურად ეხება მის შვილობილ კომპანიებსაც. რუსული ენერგოგიგანტი კი „თელასის“ 75 პროცენტს ფლობს. 

მსგავსი სიახლეები