ელისაშვილი მოსამართლეს: შვილი, რომელიც 9 თვეა არ მინახავს, სხდომიდან გააგდე, ადამიანი არ ხარ?

05.08.26 15:33
ელისაშვილი მოსამართლეს: შვილი, რომელიც 9 თვეა არ მინახავს, სხდომიდან გააგდე, ადამიანი არ ხარ?

ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო - "მოქალაქეების" ლიდერის გაღიზიანება მოჰყვა მოსამართლე ლელა მარიდაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც დაკავებული პოლიტიკოსის შვილს სხდომათა დარბაზი მოკლე შარვლის, ე.წ. შორტის ჩაცმის გამო დაატივებინა. 

ამიკრძალეთ შვილების ნახვა, რომლებიც 9 თვეა არ მინახავს, უნამუსო ხალხი ხართ თავიდან ბოლომდე.

შვილი გამიგდე სასამართლო დარბაზიდან, 9 თვეა არ მინახავს, ადამიანი არ ხარ, შვილები არ გყავს? "- მიმართა მარიდაშვილს ელისაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრება.

ელისაშვილს ბრალად ედება სასამართლოს უპატივცემულობა - ბრალდების მხარის ცნობით, ელისაშვილმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე პოლიციელს „არაკაცი“ უწოდა. საუბარია შოთა ჭიპაშვილზე, რომელსაც ალეკო ელისაშვილი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამასთან, პოლიტიკოსს პროკურატურა ტერორისტული აქტის განხორციელებას ედავება. [საუბარია  სასამართლოს არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარზე]. 

დაკავებამდე ელისაშვილს ბრალი წაუყენეს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის საქმეზეც. 

მსგავსი სიახლეები