ელისაშვილი მდინარაძეს ფსიქოლოგთან მისვლას ურჩევს და საკანში ელოდება

05.08.26 20:13
ელისაშვილი მდინარაძეს ფსიქოლოგთან მისვლას ურჩევს და საკანში ელოდება

დაპატიმრებული პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძე კარიერას ციხეში დაასრულებს. ხმაურიანი განცხადება ელისაშვილმა სასამართლოში გააკეთა, სადაც რიგით მეოთხე სისხლის სამართლის ბრალდებაზე სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე ჩატარდა.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ აბსურდული ბრალდება მდინარაძის შიშების გამო წაუყენეს. 13-წლიანი მსჯავრის ქვეშ მყოფ პოლიტიკოს ახლა სასჯელის ვადა, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლით გაეზრდება. ამჯერად ოპოზიციონერს იმ პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, რომელსაც ელისაშვილი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში თავად ადანაშაულებს.

მოსამართლე მარიდაშვილმა სიტყვა ელისაშვილს დღეს რამდენჯერმე შეაწყვეტინა. 

ვითარება ელისაშვილის პროცესზე მოსამართლის შემოსვლისთანავე დაიძაბა. ლელა მარიდაშვილმა დარბაზიდან ელისაშვილის ვაჟი გააძევა, რადგან მიიჩნია, რომ ის სასამართლოსთვის შეუფერებლად იყო ჩაცმული. არადა ბრალდებული პოლიტიკოსისთვის, რომელსაც პაემნები და ზარები აკრძალული აქვს, ოჯახის ნახვის ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ სასამართლოა. 

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები