"თელასი" სანქცირებულია - ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თბილისი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს

05.08.26 20:21
"თელასი" სანქცირებულია - ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თბილისი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს

"ქართული ოცნება" არ ამხელს, რა გეგმა აქვს "თელასის" სანქციების ქვეშ მოქცევის შემდეგ. ევროკავშირის განმარტებამ ცხადი გახადა, რომ სანქცირებულია არა მხოლოდ რუსული ენერგოგიგანტი "ინტერ რაო", არამედ მისი შვილობილი კომპანიები. მათ შორისაა, თბილისის მთავარი ელექტრო მიმწოდებელი კომპანია. "თელასის" საკონტროლო პაკეტს - 75 პროცენტს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის გავლით "ინტერ რაო" ფლობს.

BMG-სთვის გაგზავნილ პასუხში, ევროკომისია განმარტავს, რომ თუ სანქცირებულია "ინტერ რაო", სანქციების ქვეშაა მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სხვა კომპანიებიც. ეს ნიშნავს, რომ "თელასსაც" ეკრძალება საერთაშორისო ტრანზაქციები. მაშინ როგორ უნდა იფუნქციონიროს კომპანიამ, რომელიც დედაქალაქს დენს აწვდის?

ივანიშვილის გუნდი ხალხს ამშვიდებს, მაგრამ სანქციები უკვალოდ ვერ ჩაივლის. ეროვნული ბანკის განმარტებით, აბონენტები შეძლებენ ლარში გადაიხადონ გადასახადი და ბანკებიც ეროვნულ ვალუტაში მოემსახურონ "თელასსა" და "თელმიკოს", მაგრამ როგორ უნდა მოახერხოს კომპანიამ ინფრასტრუქტურის განახლება, საჭირო დანადგარების შეძენა ლარში? 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები