ახალი მტკიცებულებები გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ- რა წერია სატელეფონო ჩანაწერში?

05.08.26 20:39
ახალი მტკიცებულებები გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ- რა წერია სატელეფონო ჩანაწერში?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო ბრალდებამ ახალი მტკიცებულებები მოიპოვა. გამოძიების ვერსიით, მოპოვებული მასალები ადასტურებს, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მისი გარემოცვის წევრები, წლების განმავლობაში, თანამდებობრივ უფლებამოსილებებს პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ. ამასთან, ბრალდების მიხედვით, ისინი ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობას კოორდინირებდნენ და მათ მფარველობას უწევდნენ.

ჩნდება კითხვა – რა ახალი მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ? სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო ნათესავის, ანდრია ლილუაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებულია მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ამოღებული ტექნიკა ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. ბრალდების მტკიცებით, ექსპერტებმა მობილური ტელეფონების დეტალური დათვალიერების შედეგად დაადგინეს, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მისი, უკვე მსჯავრდებული, ნათესავი ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს SMS-შეტყობინებებით, სატელეფონო საუბრებითა და ელექტრონული მიმოწერით განიხილავდნენ.

დეტალები ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები